რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკას Newsweek-თვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი რუსეთში არსებული მძიმე ვითარებით ხსნის.
"ბოლო 3 წლის საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა მოსკოვის ელიტა დაარწმუნა, რომ რუსეთი დამოკიდებულია საერთო მსოფლიო სიტუაციაზე; ეკონომიკასა და საზოგადოებას ემუქრება სტაგნაცია, კორუფცია და მოდერნიზაციის არარსებობა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ რუსეთი აკეთებს დასკვნებს დემოკრატიის ფუნქციონირების სფეროში ან კონსტიტუციურ მოწყობაზე. მაგრამ რუსები იწყებენ იმის გაგებას, რომ მათი მომავალი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დასავლეთთან ურთიერთობის ხარისხზე", - აცხადებს ბჟეზინსკი.
მსოფლიოში რუსეთის ძალის შეფასებისას და მოსკოვის ნეოიმპერიულ ამბიციასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბის იმპერიის აღდგენა ვერ მოხერხდება.
"ამავდროულად გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს აქვს შანსი გახდეს წარმატებული სახელმწიფო საკუთარი რესურსებით, ეკონომიკური პოტენციალით, ქვეყნის ტერიტორიის მოცულობითა და ჭკვიანი გამრჯე ხალხით. თუმცა ყველა ეს ელემენტი ჭკვიანურად არის გამოსაყენებელი, რაც სამწუხაროდ, რუსეთის ისტორიაში ყოველთვის არ ყოფილა შესაძლებელი", _ აცხადებს პოლიტოლოგი.