იაპონიის ატომური ელექტროსადგურის, „ფუკუსიმა-1“-ის ტერიტორიაზე რადიოაქტიური წყლის გაჟონვა დაფიქსირდა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატორი კომპანია Tokyo Electric Power-ის განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, შემთხვევა მოხდა ინსინერატორის (ნაგავსაწვავი) შენობის აღმოსავლეთ მხარეს, სავენტილაციო ხვრელში. გაჟონვის დიაპაზონი იყო დაახლოებით 4/4 მ. კომპანიაში აცხადებენ, რომ რადიაქტიური წყალი შესაძლოა ნიადაგს შეეწოვა.
ატომური ელექტროსადგურის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ მის "სხეულზე დაბინძურება არ დაფიქსირებულა", თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ანალიზების თანახმად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მიწისქვეშა და ზღვის წყლებში არ დაფიქსირებულა, მაგრამ კომპანია გააძლიერებს მონიტორინგს.
გამოცემა Asahi-ის ცნობით, რადიოაქტიური წყლის გაჟონვის მოცულობა 5,5 ტონაა. რადიოაქტიური ელემენტების კონცენტრაციამ მიაღწია 22 მილიარდ ბეკერელს (რადიოაქტიური წყაროს აქტივობის საზომი ერთეული).
როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებობს შესაძლებლობა, რომ გაჟონილმა წყალმა ნიადაგში შეაღწიოს და კვლავ გრუნტში დაგროვდეს.
2011 წლის მარტში იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მძლავი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ცუნამის შედეგად წარმოშობილმა გიგანტურმა ტალღამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ ავარიად ითვლება, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.
კატასტრობამ 16 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, 2.5 ათასი ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.