საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკის დამნაშავედ ცნობა იმ დამოკიდებულების დადასტურებაა, რომელიც რუსეთს სამართლის მიმართ გააჩნია.
"ეს არის დაცინვა, უსამართლობა და ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მეთოდებით ებრძვის რუსეთის ხელისუფლება ხოდორკოვსკის მსგავს ადამიანებს", - პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
ამასთან ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, სწორედ აღნიშნული სახე აქვს დღევანდელ რუსულ სამართალს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის მეორე საქმეში ბრალდებულებად აღიარა. ბრალდებულებმა სასამართლოს განაჩენისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს - ლებედევი სასამართლოში წიგნს კითხულობდა ხოლო ხოდორკოვსკი კი ქაღალდებში იჩიჩქნებოდა.
მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელების განაჩენის კითხვა დაიწყო. მათ წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო "მსხვილი და ძალიან მსხვილი ოდენობით სხვისი ქონების დატაცებაში და ლეგალიზაციაში". სასამართლომ ისინი "იუკოსის" ნავთობის დატაცებაში ბრალდებულებად აღიარა. პროკურატურა ბრალდებულთათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენის წაკითხვას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.
თავდაპირველად მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.
2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში. მსჯავრდებულები და მათი დაცვა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.
ე.წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე