უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ცნობილი თურქული კომპანია Baykar უკრაინაში ქარხნის აშენებას ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters კომპანიის გენერალურ დირექტორზე ჰალუქ ბაირაქტარზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ქარხანაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
ბაირაქტარმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა.
„ჩვენი ქარხანა შენდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 12 თვე მშენებლობის დასასრულებლად და შემდეგ გადავალთ შიდა ტექნიკის, აღჭურვილობისა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. უკრაინაში ქარხანა დიდია, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მასში დაახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება“, - თქვა ბაირაქტარმა.
მისივე თქმით, წელიწადში 120 ერთეული დრონი დამზადდება.