შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა საქმეზე.
3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია ისარგებლოს საპრეზიდენტო იმუნიტეტით ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად.
მოსამართლეები შენიშნავენ, რომ ასობით ადამიანი, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შენობაში შეიჭრა, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარა.
"ამ სისხლის სამართლის საქმეში, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდა მოქალაქ ტრამპი, რომელსაც აქვს დაცვის იგივე უფლებები, როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
"იმუნიტეტი, რომელსაც შეიძლებოდ დაეცვა პრეზიდენტი პოსტზე ყოფნისას, აღარ დაიცავს მას დევნისგან", - დასძენენ მოსამართლეები.
მოსალოდნელია, რომ ტრამპი გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
საბრალდებო დასკვნა, რომელიც სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა წაიკითხა, ტრამპი დადანაშაულებულია არჩევნების გაყალბების თაობაზე ცრუ განცხადებების გაკეთებაში, რათა ზეწოლა მოეხდინა სხვადასხვა შტატის კანონმდებლებზე, იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებსა და მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე და შეეჩერებინა არჩევნების შედეგების დადასტურება.
ეს არის ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმედან ერთ-ერთი.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ ფართო სამართლებრივი დაცვის უფლებით და არ შეიძლება მათი დევნა პრეზიდენტობისას განხორციელებული ქმედებებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს გამოუცხადებს და შემდეგ ამას სენატი დაადასტურებს.
წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი ორჯერ მოახდინა, მაგრამ ორივე ჯერზე სენატმა უარყო.
დონალდ ტრამპი ოთხივე სისხლის სამართლის საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და იუსტიციის დეპარტამენტს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დაწყება 4 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა მისი დაწყება გადაიდ