ყაზახეთის პრეზიდენტმა ყაიმ ჟომართ-თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შესახებ.
პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა რომან სკლიარი, რომელიც მთავრობის მეთაურის პირველ მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
"ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ალიხან სმაილოვის მთავრობის გადადგომის მიზეზი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2022 წლის იანვრიდან მუშაობდა, არ კონკრეტდება.
ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და მისი თანხმობის შემთხვევაში, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას.