საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია 1981 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ბოლოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 1981 წელს დაასახელს. მაშინ სპორტულამა ჟურნალისტებმა არჩევანი რამაზ შენგელიაზე შეაჩერეს.
ასოციაცია გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებას.
სპორტულმა ჟურნალისტებმა საუკეთესო ქალ სპორტსმენად ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაასახელეს. საუკეთესო გუნდი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა, წლის ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი კი ხელბურთელ გიორგი ცხოვრებაძეს ერგო. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა.