ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინელი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსული აგრესიის ფონზე. ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს კიევის დახმარება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხდა.
მან თავის გამოსვლაში ილაპარაკა ისრაელსა და პალესტინაზეც.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისრაელისადა პალესტინის ხალხისთვის, მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების უზურუნვესლაყოფად. მე ამით ვარ დაკავებული დღე და ღამე, რათა შევუმასუბქოთ ჰუანიტარული კრიზისი და დავამყაროთ მშვიდობა ღაზასა და ისრაელში, სტაბილური მშვიდობა ორ სახელმწიფოს შორის, ორი ხალხისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის უკრაინელი ხალხისთვის, რომელმაც გამოავლინა წარმოუდგენელი გამბედაობა და გამძლეობა პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა მათი გავაგრძელოთ დახმარება“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო უყურებს ამერიკას. მისი თქმით, არაფერია, რაც აშშ-ის შესაძლებლობებს აღემატება.
"იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ რწმენას, რომ ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის და როგორც ერი ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანობის, ღირსების და პატივისცემის რწმენას... ერთად ჩვენ გვჯერა ამერიკის. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები. არაფერია და ამას გულწრფელად ვამბობ, არაფერია, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, თუ ერთად ვიმოქმედებთ," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.