საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6818 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.36 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9044 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ თებერვალს ამოქმედდება.