უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსი, არამედ პროუნგრელი პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ მან უნგრულ გამოცემა Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა განცხადებაზე, რომ სიიარტო და ორბანი პრორუსები არიან.
„ეს რომ დადასტურებულიყო, დიდ პრობლემა იქნებოდა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე უნგრეთისთვის.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პიტერი ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო გულწრფელი და კონსტრუქციული.