აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, იორდანიაში ამერიკულ აზაზე თავდასხმა, რომელსაც სამი სამხედრო ემსხვერპლა, უპასუხოდ არ დრჩება.
„აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ჩვენი სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით და სხვა ჯარისკაცების დაჭრით აშშ-სა და კოალიციის ძალებზე გუშინდელი თავდასხმის დროს“,- აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მუშაობდნენ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები პასუხისმგებელნი არიან ამ და სხვა თავდასხმებზე აშშ-ს ძალების წინაარმდეგ ახლო აღმოსავლეთში.
"და ჩვენ მათ ვუპასუხებთ ჩვენს მიერ არჩეულ დროსა და ადგილზე. პრეზიდენტი {ჯო ბაიდენი} და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი სამხედროებისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, იორდანიაში დრონებით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი დაშავდა.