საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში გადასვლის კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს.
"ჯერჯერობით ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში ვმუშაობთ. არავითარი კონკრეტული გეგმა ამის შესახებ არ არსებობს. შესაბამისად, არავითარი მშენებლობა არ დაწყებულა. თუმცა სამინისტროს სჭირდება ახალი შენობა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანურმა კომპანიამ ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საგარეო უწყებისთვის ახალი, ორკორპუსიანი შენობა შენდება.