"საქართველოს ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთიც კი არავის გადაეცემა შესაბამისი კომპენსაციის გარეშე", - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან მხარეებმა საზღვრის რამდენიმე მონაკვეთთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"პრესიდან რამდეჯერმე გავეცანი ინფორმაციას, რომ შესაძლოა კონკრეტული ობიექტების სანაცვლოდ გაცვლა მოხდეს. მინდა გთხოვოთ, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, შეფასებებისგან თავი შეიკავოთ, ვინაიდან თემა ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანია. არავითრი მოლაპარაკება საქართველოს ნაციონალური ინტერესების დარღვევის ხარჯზე არ მოხდება", - დასძენს ვაშაძე.