9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ,“- ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება ექნება, სურს თუ არა „ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს.
„ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა „ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.