საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წლის მოვლენად მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას მიიჩნევს.
"ჩემთვის წლის მოვლენა იყო ლისაბონში გამართული სამიტი და საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა. მაგრამ თავად შეხვედრის ფაქტის გამო კი არა, უფრო იმ თემატიკის გამო, რითიც ეს შეხვედრა ხასიათდებოდა", - განაცხადა ვაშაძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით, რომელშიც საქართველოს საკითხიცაა ასახული, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს სამედიცინო დიაგნოზი დაუსვა და ის არ შეიცვლება.
"რუსეთის ფედერაციას ყოველ წელს მოუწევს ამ წამლის გადაყლაპვა. რუსული
დიპლომატიისთვის კი, დამიჯერეთ, ყველა წარუმატებლობა, განსაკუთრებით ნატოს გენერალურ ასამბეასთან მიმართ განცდილი, ძალიან მტკივნეულია", - აღნიშნა საქართველოს მთავარმა დიპლომატმა.