აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9 თებერვალს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მიიღებს. თეთრი სახლის სპიკერის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შოლცმა ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს უკრაინის თავდაცვის მტკიცე მხარდაჭერა.
გარდა ამისა, შოლცს და ბაიდენს სურთ განიხილონ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების ძალისხმევა, მათი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი, ასევე ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერა.
თეთრი სახლის ცნობით, მხარეებს ასევე სურთ ერთმანეთთან საუბარი ნატო-ს სამიტის წინ, რომელიც ამ ზაფხულს ვაშინგტონში გაიმართება.
ოლაფ შოლცი კანცლერის რანგში შეერთებულ შტატებს მესამედ ეწვევა. პირველად ის ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტს კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 2022 წლის იანვარშიშ ეხვდა, მეორედ კი ერთი წლის შემდეგ.