მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაიწყო კონსულტაციები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მომავალი რეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
პირველი საჯარო კონსულტაცია 25 იანვარს გაიმართა. მიწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები დასამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
სანდუს ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება, რომელზეც მიწვეულნი იქნებიან ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები.
მაია სანდუს თქმით, მოლდოვა გადამწყვეტ ეტაპზეა, რადგან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე დაუჭირეს მხარი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას.
”ახლა ჩვენი მოქალაქეების ჯერია თქვან, რომ მათ ეს სურთ”, - თქვა სანდუმ.