აშშ გეგმავს სანქციების გამკაცრებას და ასევე სხვა ზომების მიღებას ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ბელარუსში ამჟამინდელი პოლიტპატიმრებისა და ყოფილი პოლიტპატიმრების ახლობლების დაკავების ფონზე გაკეთდა.
მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გმობს ამ დაკავებებს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების უფრო ფართო დარღვევებს, ასევე ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების აღკვეთის მცდელობებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სანქციებითა და სხვა საშუალებებით მისი სასტიკი შიდა რეპრესიების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მუდმივი მხარდაჭერის გამო, - განაცხადასახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
23 იანვარს ბელარუსის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს მასობრივი რეიდები ყოფილი პოლიტპატიმრების და ამჟამინდელი პოლიტპატიმრების ნათესავების წინააღმდეგ. აღნიშნული რეიდები მეორე დღესაც გაგრძელდა. ძალოვანები მათ „ექსტრემისტული ფორმირებების“ დაფინანსებსა და ამ ფორმირებებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ბელარუსმა უფლებადამცველებმა ათობით დაკავებულის შესახებ განაცხადეს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა დაგმო ბელარუსში ბოლოდროინდელი დაკავებების სერია.