მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს ოდესა ორჯერ დაბომბეს, ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ოდესაში მტრის ჭურვები სამრეწველო ობიექტს მოხვდა, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
წინასწარი მონაცენებით, დაშავდა ორი ადამიანი.
ამასთან, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 14 დრონი გაუშვეს, მათგან 11 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებში ასევე განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით რუსეთმა ოთხი S-300-ის ტიპის რაკეტა გაუშვა, კიდევ ერთი კი დონეცკის ოკუპირებული რეგიონიდან.