თურქეთის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას.
დოკუმენტი ხელმოსაწერად გაეგზავნა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.
ახლა უკვე უნგრეთმა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი, რათა შვედეთი საბოლოოდ შეუერთდეს ალიანსის მოკავშირეთა რიგებს. ის ნატოს 32-ე წევრი იქნება.
2023 წლის 26 თებერვალს თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროტოკოლი.
შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს შეიტანა. ალიანსის ყველა ქვეყანამ მოახდინა მისი გაწევრიანების რატიფიცირება, გარდა თურქეთისა და უნგრეთისა. ანკარამ სტოკჰოლმს პირობები წაუყენა წევრობის რატიფიცირების სანაცვლოდ საუბარი შვედეთის პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობის შესახებ ქურთი აქტივისტებისა და თურქი ოპოზიციონერებისთვის თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს.