ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელს არ შეიძლება მიეცეს უფლება, ცალმხრივად დაბლოკოს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ.
"ერთი რამ ცხადია: ისრაელს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევაზე", - აღნიშნა ბორელმა ეგვიპის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"გაერო აღიარებს და არაერთხელ აღიარა პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. არავის ძალუძს ამ საკითხზე ვეტოს დადება", - დასძინა მან.
ბოლო ხანებში სულ უფრო გახშირდა მოწოდებები აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან, პალესტინური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით პალესტინური სახელმწიფოს დაარსების წინააღმდეგია.