22 იანვარი სახელგანთქმული ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის) დაბადების დღეა.
ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი 1904 წელს კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში დაიბადა.
ლეგენდარული ქორეგრაფის საიუბლეო თარიღს ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
"მან ასწავლა ამერიკას ცეკვა."
დღეს საქართველოსა და ამერიკის გამორჩეული შვილის, ჯორჯ ბალანჩინის 120 წლის იუბილეა.
ბალანჩინის თაოსნობით თანადაფუძნებული ამერიკის საბალეტო კომპანიამ მეოცე საუკუნის ცეკვის ისტორია შეცვალა. „ნიუ-იორკ სიტი ბალეტი" დღეს აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მოცეკვავეებს ამზადებს. ბალანჩინი კი ისტორიას დარჩა, როგორც მსოფლიო თანამედროვე ბალეტის მოწინავე ქორეოგრაფი", - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.