ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა გამოაქვეყნეს.
ბერლინალეს მთავარი ჯილდოსთვის, ოქროს დათვისთვის, 20 კინოსურათი იბრძოლებს.
იუწყებიან, რომ საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი 20 ფილმიდან 19-ის მსოფლიო პრემიერა სწორედ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალზე წარდგენილი იქნება ფილმები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ირანიდან, გერმანიიდან, სამხრეთ კორეის რესპულიკიდან, იტალიიდან, მექსიკიდან და ა.შ.
კინოფესტივალს გახსნის ირლანდიურ-ბელგიური ფილმი Small Things Like These, რომელშიც მთავარ როლს Oppenheimer-ის ვარსკვლავი, კილიან მერფი ასრულებს.
ბერლინის 74-ე კინოფესტივალი 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. კონკურსის ჟიურის მსახიობი ლუპიტა ნიონგო თავმჯდომარეობს.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის საპატიო ჯილდო, ოქროს დათვი ამერიკელ რეჟისორს, სცენაირსტსა და პროდიუსერს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა.
შეგახსენებთ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციას, პანორამა 2024-ს ქართული თანაპროდუქციით ლევან აკინის ფილმი, გზაჯვარედინი გახსნის.
საკონკურსო პროგრამა შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.