თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი "ვოლგის" მარკის მანქანას შეეჯახა და ამობრუნდა. მსხვერპლი არ არის - ამის შესახებ რადიო "ჰერეთის" კორესპონდენტი იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზად "მერსედესის" მძღოლის გადაღლილობა სახელდება, რომელსაც საჭესთან ჩაეძინა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას თელავის საპატრულო პოლიცია აწარმოებს.