გასულ ღამეს რუსეთში, ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა საზღვაო სავაჭრო პორტის ერთ-ერთ ტერმინალში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Mash, ასევე სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებენ.
რუსი ჟურნალისტების ცნობით, დაიწვა ქვანახშირის ტერმინალი. Baza-ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ახლომდებარე ქალაქების მაცხოვრებლებმა დრონების ხმები გაიგეს, რასაც აფეთქებები მოჰყვა.
საწარმოდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი ლენინგრადის რეგიონის უსტ-ლუგის პორტში, კომპანია „ნოვატეკის“ტერმინალში გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა.
„ნოვატეკი“ რუსეთის ბუნებრივი აირის წამყვანი დამოუკიდებელი მწარმოებელია.