ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ისრაელის ქალაქებში - თელ ავივში, კესარიასა და იერუსალიმში. იუწყება გამოცემა The Times of Israel
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვდნენ ღაზის სექტორში ტერორისტების მიერ აყვანილ;ი 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლებისთვის მეტ ძალისხმევას და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას.
მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებულო მიტინგების მონაწილეები მოითხოვდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას ღაზის სექტორში და „ჰამასთან“ მძევლების დაბრუნებისთვის მოლაპარაკების დაუყოვნებლივ განახლებას.
მედიის ცნობით, „ჰამასი“ მძევლებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.