უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ წარმატებას მიაღწევს.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე მოხდა ასზე მეტი სამხედრო შეტაკება - ინტენსიური ბრძოლები. ყველაზე მძიმე ვითარება იყო ავდიივკაში, მარინკის მიმართულება - კრასნოგოროვკა, ლიმანსკის მიმართულება, სევერსკის მიმართულება, ჩვენი კუპიანსკის მიმართულება, ხერსონის მიმართულება - კრინკში.
ახლა ჩვენი გამძლეობა, მტრის განადგურება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ წარმატებას მიაღწევს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს, ყველას უკრაინაში, ვინც ახლა იბრძვის, ვინც ახლა მუშაობს, ვინც ეხმარება, რათა წელს ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა იხსენებს დონეცკის აეროპორტის დამცველებს - „ერთ-ერთ იმ ბრძოლას, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი თანამედროვე ისტორია“.
"უკრაინელები ყველა გარემოებაზე ძლიერები არიან. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი სიძლიერე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რათა რუსულ ბოროტებას სამუდამოდ დაამახსოვრდეს, რომ აღარასდროს, მეტსარაფერს მიიღებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.