რუსმა ოკუპანტებმა 20 იანვარს, გამთენიისას კუპიანსკისა და ხარკოვის ოლქებზე საარტილრიო იერიში მიიტანეს, დაზიანდა კერძო სახლი.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი ჭურვი სახლის სახურავზე იპოვეს, რომელიც არ აფეთქდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დღე-ღამის განვლობაში მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ხარკოვისა და კუპიანსკის ოლქების 15 დასახლებული პუნქტი.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, უკრაინის დამცველებმა მტრის მიერ გაშვებული 7 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდეს.