ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის განცხადებით, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" შექმნა ისრაელის სახელმწიფომ დააფინანსა. ამის შესახებ Sky News-ის ცნობით, ბორელმა ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის განცხადებით, ისრაელმა დააფინანსა "ჰამასის" შექმნა პალესტინის ხელისუფლების დასუსტების მიზნით.
"დიახ, ჰამასი დააფინანსა ისრაელის მთავრობამ, რათა დასუსტებულიყო პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც ფატაჰ ხელმძღვანელობდა", - თქვა ბორელმა დაფინანსების შესახებ დამატებითი დეტალების გარეშე.
ამავდროულად, ბორელმა თქვა, რომ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, რაც ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ უარყო მისი ოპონენტებისა და ზოგიერთი საერთაორისო მედიის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ღაზაში ჰამასის გაძლიერებას.