საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.19 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6576 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8941 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 იანვარს ამოქმედდება.