ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრმა პედრო სანჩესმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირის მომავალსა და გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სწორედ ესპანეთმა დაძრა, როდესაც ის 2023 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობდა.
მისი თქმით, გაფართოება საჭიროებს ბლოკის რეფორმირებას, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირებას, რაც გულისხმობს საკითხის ერთხმად გადაწყვეტიდან ხმების უმრავლესობაზე გადასვლას.
"ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს დავიწყეთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან. ვფიქრობ, ეს კარგია და ევროპის აღმოსავლეთში დაასტაბილურებს ვითარებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში", - თქვა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინები აქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ევროკავშირმა გაკვეთილი მიიღო ბოლო წლებში გადატანილი კრიზისებისგან.
"გავხდებით მომსწრენი და ფედერალური და მეტად ინტეგრირებული ევროკავშირისა. მოსახრული ვარ, რომ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს", - თქვა სანჩესმა.