უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შეუძლებელია აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა, ისევე როგორც შეუძლებელია პანდემიის წინაააღმდეგ ბრძოლის დასრულება.
ამის შესახებ კულებამ დავოსის ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„პუტინმა ორი დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, არ ვაპირებთ დავთმოთ ის, რასაც მივაღწიეთ“, რა აზრი აქვს მასთან ლაპარაკს?...
მე ვფიქრობ, რომ ის სხვა ომებსაც გააჩაღებს, ვიდრე არ მოკვდება.
ჩვენ უბრალოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ: ჩვენ - არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ გარკვეულ წესებს - ჩვენ ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს, ეს ომი მოვიგოთ“, - თქვა კულებამ.