სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, თუმცა კათოლიკეები უნდა ერიდონ პორნოგრაფიას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მისი თქმით, სექსუალური სიამოვნება მნიშვნელოვანია, თუმცა მას „ძირს უთხრის პორნოგრაფია“ და ურთიერთობის გარეშე სურვილების დაკმაყოფილებამ კი შესაძლოა დამოკიდებულების ფორმები გამოიწვიოს“.
ჩვენ უნდა დავიცვათ სიყვარული“, - თქვა პაპმა და დასძინა, რომ "ძლიერ სექსუალურ ლტოლვასთან ბრძოლაში გამარჯვებას კი შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს“.