შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული კონფლიქტის შესახებ ისაუბრა, ისრაელ-ჰამასის ომის კონტექსტში.
ბლინკენის თქმით, ღაზაში ომის შედეგად გამოწვეული ტანჯვა "შემაძრწუნებელია".
მისივე განცხადებით, "საჭიროა, არსებობდეს პალესტინური სახელმწიფო, რომელიც მისცემს ხალხს იმას, რაც სჭირდება და იმუშავებს ისრაელთან ერთად".
სახელმწიფო მდივანის თქმით, ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა გრძნობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს თავისი როლი რეგიონულ სტაბილურობაში.
ბლინკენმა ასევე თქვა, რომ საჭიროა "გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ" და რომ ამის გარეშე ისრაელი "ნამდვილ უსაფრთხოებას" ვერ მიიღებს.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს დრო, თუ როდის იდგა მსოფლიო ასეთი მრავალრიცხოვანი გამოწვევების წინაშე.