რუსეთის საოკუპაციო არმიამ სარაკეტო იერიშები განახორციელეა უკრაინულ ქალაქებზე, ოდესასა და ხარკოვზე.
ხარკოვის მერის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი და დაზიანდა სულ მცირე 19 საცხოვრებელი კორპუსი.
ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ოდესას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდასხმაში 20 დრონი იყო ჩართული, მათგან 19 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. მათივე ცნობით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელიც ძლიერ დაზიანდა, 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.