საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას Scalp-ის ტიპის შორ მანძილზე მოქნედ 40-მდე რაკეტას და რამდენიმე ასეულ ჭურვს გადასცემს. ასევე მისივე თქმით, უახლოეს ხანებში უკრაინაში ჩავა, რათა დაასრულოს მუშაობა ორმხრივ შეთანხმებაზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. იუწყება Reuters
მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში საფრანგეთი უკრაინას გადასცემს შორი რადიუსის მოქმედების Scalp-ის ტიპის რაკეტებს და რამდენიე ასეულ ჭურვს. „ამ მიწოდების შემდეგ თებერვალში მე თავად გავემგზავრები უკრაინაში და დავასრულებ მუშაობას {შეთანხმებაზე}“, - თქვა მაკრონმა. მას ასევე აღნიშნა, რომ ვეროპელები უნდა დარწმუნდნენ, რომ უკრაინას შეუძლია მომავალში თავი დაიცვას რუსეთისგან.
როგორც მედია წერს, საფრანგეთი მუშაობს უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად, რათა დაეხმაროს გააძლიეროს მისი ფინანსები, ასევე გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა რუსეთისგან, მომავალში მოსკოვის აგრესიის შეკავების მიზნით.
ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მისცენ უკრაინაში გამარჯვების უფლება, რადგან სხვაგვარად, ევროპის უსაფრთხოება საფრთხე დაემუქრება.