2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი იაჰია ალ-სინვარი ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
თავად ჰამასი ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად 2001 წელს აღიარა.
ტერორისტების სიაში შეყვანა ითვალისწინებს იაჰია სინვარის ყველა ფონდისა და აქტივის დაბლოკვას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა ჰამასის სამხედრო ლიდერები - მოჰამედ დეიფი და მარვან ისსა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა განახორციელა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
ტერორისტებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა ისრაელზე და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა-ჟლეტა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში. ჰამასის თავდასხმას 1200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 250-მდე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სექტორში მიმდინარეობს ისრაელის არმიის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.