საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
კერძოდ, 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.59 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6582 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9067 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 იანვარს ამოქმედდება.