ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია – 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 22.65 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 21.57 მილიონი აშშ დოლარით.
ისრაელი - $20.92 მლნ / ზრდა 10%;
ყაზახეთი - $14.79 მლნ / ზრდა 15%;
თურქეთი - $8.01 მლნ / კლება 13%;
ესპანეთი - $5.90 მლნ / ზრდა 13%;
საფრანგეთი - $5.09 მლნ / ზრდა 12%.
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 0.6%-ითაა გაზრდილი.