მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ცდილობს დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის რისკებისგან.
სანდუს თქმით, მოლდოვაში გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნების წინ, რუსეთი კვლავ ეცდება სიტუაციის დესტაბილიზაციას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს თავის ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს ეს რისკები და იღებს ყველა ზომას დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ვაცნობთ მოქალაქეებს ამ რისკების შესახებ, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც რუსეთი აპირებდა ხელისუფლების დამხობას. მოქალაქეებთან და სამთავრობო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ დავიცვათ თავი ამ რისკებისგან. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოწყვლადობა“, - დასძინა სანდუმ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.