ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში წერს.
„20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.