პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ იყოყმანებს.
ტისკმა აღნიშნა, რომ უკრაინა, რუსეთის შეკავებით, საშუალებას აძლევს პოლონეთს თავი შედარებით უსაფრთხოდ იგრძნოს. ამიტომ, მისივე თქმით, მომავალში ვარშავა წინააღმდეგობას გაუწევს ყოველგვარ დისკრედიტაციას უკრაინის დახმარების შესახებ.
პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროპამ მეტი ფული უნდა ჩადოს იარაღსა და თავდაცვაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა წარმატებით გადაიტანა თავისი ეკონომიკა „სამხედრო რელსებზე“.
"ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არაფერი ხდება. არ შეიძლება ვიყოყმანოთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ომში უკრაინის შეიარაღება და მხარდაჭერა, ჩემთვის ეს უდავო ფაქტია", - დასძინა ტუსკმა.