საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
მთავრობის კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, 38 წლის სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. უწინს სეჟორნე მაკრონის პარტიის გენერალური მდივანი და მისი ყოფილი მრჩეველი იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
მანამდე, ამ თანამდებობას კატრინ კოლონა იკავებდა.
Associated Press-ის ცნობით, სტეფან სეჟორნე არის პრემიერ-მინისტრ ატალის ყოფილი პარტნიორი. ატალმა, საფრანგეთის პირველმა ღიად გეი პრემიერ-მინისტრმა, სეჟორნესთან ურთიერთობა 2018 წელს გაასაჯაროვა.
ატალსა და სეჟორნეს დაშორების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებიათ, თუმცა საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებისას, ატალმა მიუთითა, რომ პარტნიორი არ ჰყავს.
შინაგან საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებმა პორტფელები შეინარჩუნეს.
სპორტის მინისტრმა ამელი ოდეა-კასტერამ შეინრჩუნა სპორტის მინისტრობა და ამავე დროს სათავეში ჩაუდგა განათლების სამინისტროს. მანამდე, ამ სამინისტროს გაბრიელ ატალი ხელმძღვანელობდა.
კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.