უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თურქი ჟურნალისტები. ამასთან, ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულა შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქეც.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთმა დარტყმები С-300-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დაზიანდა სასტუმრო, სადაც თავდასხმის დროს 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა ავროსადგომზე გაჩერებულ რამდენიმე მანქანას.