აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან "ალტ-ინფოს" ათობით წევრი აპროტესტებს წმინდა მანტრონა მოსკოველის ხატის შეღებვას, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იორებ სტალინიც არის გამოსახული.
ფერაძის სახლთან შეკრებილები მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა საპროტესტო აქციის მონააწილეებს, არ გაცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. მატრონა მოსკოველის ხატზე ასევე გამოსახულია სტალინი.
საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.