უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრo კულება იმედოვნებს, რომ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, კიევი მიიღებს ახალ გარანტიებს დასავლეთისგან მისი საჰაერო თავდაცვის სწრაფად გასაძლიერებლად.
„რაც მთავარია, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა მიგვიყვანს კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, როგორც თანამედროვე სისტემების, ასევე საბრძოლო მასალების კუთხით“, - განაცხადა კულებამ Politico-სთვის მიცემულ ონტერვიუში.
კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის უფრო ეფექტური საჰაერო თავდაცვა შეამცირებს იმის ალბათობას, რომ რუსული რაკეტა ან უპილოტო თვითმფრინავი შემთხვევით შეფრინდეს ნატო-ს საჰაერო სივრცეში.
ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას, რათა განიხილოს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.