უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირს „არგაფართოების კომიდან“ გამოსვლაში დაეხმარა.
„სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი „არაგაფართოების კომის“ მდგომარეობიდან... როგორც მშვიდობის სავანე, ის ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ, როგორც ისტორიის მამოძრავებელი ძალა, ის კომაში იყო, რომელშიც თავად მიუჩინა თავის თავს ადგილი გაფართოების ე.წ. დაღლილობის გამო“.
კულებას თქმით, რომ არა უკრაინა, ევროკავშირი მაინც დარჩებოდა ამ კომაში და არ იქნებოდა ისტორიული ძალა.
„გაფართოების იდეის გახსნით კი, ისინი არსებითად დაბრუნდნენ ისტორიულ ეტაპზე და დაგვიბრუნეს რწმენა და იმედი ევროკავშირის ისტორიული როლის მიმართ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.