ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა წარადგინა ღაზის სექტორის მართვის გეგმა ომის დასრულების შემდეგ. გეგმის თანახმად, „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს ტერიტორიას, სექტორის მმართველობა კი გადაწცემა პალესტინის ხელმძღვანელობას გარკვეული პირობებით, ხოლო ღაზის სექტორის უსაფრთხოებას ისრაელი უზრუნველყოფს. იუწყება BBC
„ღაზის ხალხი პალესტინელები არიან, ამიტომ მმართველობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება პალესტინის ხელისუფლებას, იმ პირობით თუ უარყოფილი იქნება ძალადობა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა“, - თქვა გალანტმა.
გეგმის მიხედვით, ღაზის სექტორი, რომელიც ძლიერ არის დანგრეული ისრაელის მასირებული საჰაერო დარტყმებით, აღდგება ისრაელისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ღაზის სექტორის მომავალ განვითარებაში განსაკუთრებული როლი მიენიჭება ეგვიპტეს, თუმცა ამ პუნქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იოავ გალანტის წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.