„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა.“
“ძალიან კარგი და დროული აქციაა მიშა სააკაშვილის ინიციატივით, რომ კონკრეტულად ირპენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რომლებიც დაისვენებენ, გაეცნობიან საქართველოს. მათთვის ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ნახონ ღირებულებითი სხვაობა როგორი საკარმიდამო სახლი, ვენახი და მამული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორი ჰქონდა მათ შორის იანუკოვიჩს, რომელიც მუზეუმად არის ქცეული - უზარმაზარი სასახლეები და რამდენიმე ათეული დახარჯული მილიონი, რადგან ასეთი ღირებულებითი სისტემა ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმს.
ასევე, ჩვენთვისაც, ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, რომ აქ არის მიშა სააკაშვილის მამული და აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ივანიშვილის რეჟიმის, მარიონეტის მიერ გადაჭრილი კუდიგორა, სადაც შემოდგეს სახლი, რადგან კარგი ხედები ჰქონდეთ და ალაზნის ველს ზემოდან დაჰყურებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.