ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ღაზაში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს.
ამ კვირის დასაწყისში "ისლმაური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული ორმაგი აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვაზე გამოსვლისას რაისი მიესალმა „ჰამასის" 7 ოქტომბრის საზარელ თავდასხმას სამხრეთ ისრაელში, 20-ზე მეტ დასახლებაზე, რომლის დროსაც დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, დაახლოებით 240 კი მძევლად იქნა აყვანილი.
„ჩვენ ვიცით, რომ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაასრულებს სიონისტურ რეჟიმს. ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას და მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები გადაწყვეტენ მოქმედების ადგილსა და დროს“, - თქვა რაისმა.
დაკრძალვაზე მყოფი ადამიანების მის გამოსვლას შეეგებნენ შეძახილებით: "შურისძიება, შურისძიება", "სიკვდილი ამერიკას“, "სიკვდილი ისრაელს".